![]() |
,,სახიობა"-გუნდი, ცდილობს ხალხური სიმღერა შეასრულოს ავთენტურობის, ქართული სასიმღერო წყობის დაცვით......................................
,,სახიობა"-გუნდი, ცდილობს ხალხური სიმღერა შეასრულოს ავთენტურობის, ქართული სასიმღერო წყობის დაცვით......................................
,,სახიობა"-გუნდი, ცდილობს ხალხური სიმღერა შეასრულოს ავთენტურობის, ქართული სასიმღერო წყობის დაცვით......................................
,,სახიობა"-გუნდი, ცდილობს ხალხური სიმღერა შეასრულოს ავთენტურობის, ქართული სასიმღერო წყობის დაცვით...................................... გილოცავთ აღდგომის ბწყინვალე დღესასწაულს!
|
|
|
დიდი კულტურული ტრადიციის მქონე ყველა ერს საკუთარი თვითმყოფადობის გამოხატვის თვისებური, განსაკუთრებული სახე გააჩნია. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ხელოვნების სხვადასხვა დარგი: მუსიკა, პოეზია, მწერლობა, არქიტექტურა, მხატვრობა ადრეული საუკუნეებიდან მაღალ დონეზე განვითარებულა, უხილავი ძალით ერთმანეთს გადასჯაჭვია და ერის კულტურულ ღირებულებად ჩამოყალიბებულა.
ქართული სიმღერა-გალობა სწორად ის მოვლენაა, რომელიც საოცარი სისრულით გამოხატავს ერის წარსულ სულიერებასა და მომავლის გეზს. იმის გამო, რომ ჩვენი დღევანდელი ცნობიერება ბევრადაა დაშორებული წინაპართა ცნობიერებას, მათს სარწმუნოებრივ სიმტკიცეს, ჭეშმარიტ ქრისტესმიერ სიყვარულსა და ბევრ სხვა ღირსებას, ქართული სიმღერა-გალობა დღეს ჩვენთვის განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას იძენს. ეს ხელთუქმნელი ძეგლი ერის სამუსიკო გენიის გამოხატულებაა. იგი საუკუნეების ქარტეხილებში გამობრძმედილი ეროვნულ და სარწმუნოებრივ სულისკვეთებას აღბეჭდავს და ამავე სულისკვეთებით გვასაზრდოებს. ამდენად ქართული ტრადიციული მუსიკით ახალგაზრდების დაინტერესება, თითოეული ახალი ფოლკლორული ანსამბლისა თუ მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბება უდიდეს მნიშვნელობას იძენს.
ანსამბლი "სახიობა" ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ხალხური სიმღერა_საგალობლების, ძველი ქართული ბგერათაწყობის აღდგენაში. ასევე გუნდის მიზანია ხალხური სიმღერების ძველი სტილით შესრულება და ინტონირების საკითხის მოგვარება. კონცერტებით, გასტროლებით, ჩანაწერების გავრცელებით და სხვა საშუალებებით პოპულარული გახადოს ქართული ფოლკლორის სწორი ფორმით მიწოდება მსმენელისათვის.
|










