ზოგადი ინფორმაცია ანსამბლ ”სახიობას" შესახებ

დიდი კულტურული ტრადიციის მქონე ყველა ერს საკუთარი თვითმყოფადობის გამოხატვის თავისებური, განსაკუთრებული სახე გააჩნია. საქარტველო ის ქვეყანაა, სადაც ხელოვნების სხვადასხვა დარგი: მუსიკა, პოეზია, მწერლობა, არქიტექტურა, მხატვრობა ადრეული საუკუნეებიდან მაღალ დონეზე განვითარებულა, უხილავი ძალით ერთმანეთს გადასჯაჭვია და ერის კულტურულ ღირებულებად ჩამოყალიბებულა.

ქართული სიმღერა-გალობა სწორად ის მოვლენაა, რომელიც საოცარი სისრულით გამოხატავს ერის წარსულ სულიერებასა და მომავლის გეზს. იმის გამო,რომჩვენიდღევანდელიცნობიერებაბევრადაადაშორებულიწინაპართაცნო ბიერებას, მათს სარწმუნოებრივ სიმტკიცეს, ჭეშმარიტ ქრისტესმიერ სიყვარულსა და ბევრ სხვა ღირსებას, ქართული სიმღერა-გალობა დღეს ჩვენთვის განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას იძენს. ეს ხელთუქმნელი ძეგლი ერის სამუსიკო გენიის გამოხატულებაა. იგი საუკუნეების ქარტეხილებში გამობრძმედილი ეროვნულ და სარწმუნოებრივ სულისკვეთებას აღბეჭდავს და ამავე სულისკვეთებით გვასაზრდოებს.

ამდენად ქართული ტრადიციული მუსიკით ახალგაზრდების დაინტერესება, თითოეული ახალი ფოლკლორული ანსამბლისა თუ მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბება უდიდეს მნიშვნელობას იძენს.

ფოლკლორული ანსამბლი ”სახიობა” 2006 წლის 17 იანვარს ჩამოყალიბდა. გუნდის ჩამოყალიბების იდეა თბილისის სემინარია-აკადემიის სტუდენტთა შორის წარმოიშვა. მას ხელმქვანელობს თბილისის კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის პედაგოგი, ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის ყოფილი ლოტბარი, ამჟამად თბილისის მამა დავითის სახ. ტაძრის გუნდის ხელ-ი მალხაზ ერქვანიძე. თავის დროზე ანსამბლის ჩამოყალიბებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის თბილისის სასულიერო სემინარიის კურს დამთავრებულს, ქართული გალობისა და სიმღერის უმაღლესი სკოლის სტუდენტს რევაზ შანიძეს.

ინფორმაციის სრულად ნახვისთვის დააკლიკეთ ისარს. რათა  გადახვიდეთ მეორე გვერდზე

ანსამბლის გამოცემები

ჩანაწერები და დაგეგმილი პროექტები.

 
.